Book_lover
აქ დავწეროთ წიგნები, რომელთა პოვნაც გვინდა. შეიძლება ზოგის სახელიც არ გვახსოვს და არც ავტორი, მაგრამ გვახსოვს რაღაც დეტალი, რომლის მიხედვითაც გვინდა გახსენება. დავეხმაროთ ერთმანეთს დავიწყებული წიგნების პოვნაში.
მე ვიქნები პირველი : არის ასეთი წიგნი, რომლის არც სახელწოდება მახსოვს, არც ავტორი, მაგრამ მახსოვს, რომ ასეთი ამბები ხდება: მაგიური რეალიზმია, პერსონაჟი ყვება ამბებს და უცებ ვიღაც კვდება, მერე ის ვიღაც რომელიღაც თავში ჩნდება და ხვდები, რომ ავტორი სუსტია, რადგან დაავიწყდა, რომ ეგ პერსონაჟი უკვე მოკლა. ცოტას კიდევ კითხულობ ხათრით და... Boom! აღმოჩნდება, რომ პერსონაჟ მთხრობელს თურმე მეხსსიერების პრობლემები აქვს და ამიტომ ურევს მკვდარს და ცოცხალს. არაფერ შუაშია თურმე ავტორის სისუსტე, პირიქით, მისი განზრახვა სწორედ ეგ იყო - მოეწყო ქაოსი ჩვენს გონებაში. მოკლედ, არ ვიცი, რამდენად კარგად ავხსენი, მაგრამ მართლა გულით მინდა გავიხსენო რომელი წიგნია და თავიდან წავიკითხო.
თუ მაპოვნინებთ, ძაან დამეხმარებით <3 :
თქვენ თქვენი დაწერეთ