Book_lover
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი ალექსი ჭინჭარაული განთქმული იყო ექსპრომტებით. ერთხელ მასთან გამთენიისას მისულან მზექალა შანიძე და ლელი ბარამიძე, - ზედაზენზე მივდივართ და უშენოდ ეს საქმე არ გამოვაო. ბატონი ალექსი დინჯად ჩაბრძანებულა მანქანაში და უთქვამს:
🗣 „ვაიმე ჩემო სახელო, ამოგანგლულო მტვერშია,
მივყავარ ქვედა ზნის ქალებს ზედაზნის მონასტერშია“.